პარასკევი, მარტი 14, 2025

ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ჟენევაში, ვიზიტის ფარგლებში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდია როთს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასევე ხაზი გაუსვა მიღწევას, რომელიც ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის შედეგად ჰქონდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს გერმანიის მიერ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ქვეყნის შიდა განვითარების ასევე, ქვეყნის საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით.

საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება. ირაკლი კობახიძემ კლაუდია როთს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და სოციალურ პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა თურქეთს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით პარტნიორად ხედავს, კიევი მზადაა, ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწეროს ხელი

უკრაინა თურქეთს ხედავს, როგორც პარტნიორს უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, კიევი მზადაა, მოაწეროს ხელი სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლატს და სოფლის მეურნეობის მინისტრს, იბრაჰიმ იუმაკლის შეხვდა.შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, დრონების წარმოებაში თანამშრომლობა და უკრაინის რეკონსტრუქციაში თურქული კომპანიების ჩართულობა განიხილეს.„მნიშვნელოვანია, რომ თურქული ბიზნესი უკვე წარმოდგენილია უკრაინაში. ჩვენი ქვეყანა აფასებს ამას, ისევე როგორც თურქეთის მხარდაჭერასა და დახმარებას, განსაკუთრებით კი „ბაირაქტარის“ ტიპის დრონების მიწოდებას. უკრაინა თურქეთს მიიჩნევს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე პარტნიორად უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით და მზადაა, ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას თურქეთთან პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომავალი ვიზიტის დროს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება ეს ვიზიტი.ამასთან, ომერ ბოლატი და იბრაჰიმ იუმაკლი დაესწრნენ თურქეთსა და უკრაინას შორის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას, რომელიც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციას ეხებოდა.

ჯეი დი ვენსი – შოკირებული ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას მოისურვებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ შოკირებული იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვული იარაღი აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას მოისურვებს.„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, ვენსმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ანჯეი დუდამ მოუწოდა აშშ-ს თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს. ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მომავალი აგრესიისგან.„პრეზიდენტთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, მაგრამ შოკირებული ვიქნები, თუ ის მხარს დაუჭერს ბირთვული იარაღის განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა ჯე დი ვენსმა.

„ბლუმბერგი“ – უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა

უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი უნგრეთთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძლებლად დათმობაზე წავიდა. გამოცემა წერს, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა სანქციების გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნით სანქციების სიიდან სამი პირი ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, ვისზეა საუბარი.„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 14 მარტამდე გაგრძელდება ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც საშუალებას იძლევა, ექვსი თვით გაგრძელდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ბლუმბერგი“ წერს, რომ სანქციების გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების ბოლო ვადა 14 მარტია.

ჯაბა ბოჯ­გუა 44 წლის გახ­დე­ბო­და-მომ­ღე­რა­ლი სამი წლის წინ, 12-წლი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა

13 მარტს ჯაბა ბოჯ­გუა 44 წლის გახ­დე­ბო­და. მომ­ღე­რა­ლი სამი წლის წინ, 12-წლი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. ჯა­ბას დედა, მა­ნა­ნა გვა­სა­ლია არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ავად­მყოფ შვილს, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბია.მი­უ­ხე­და­ვად უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზი­სა, თავ­გან­წი­რულ დე­დას მა­ნამ სჯე­რო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ერთ დღეს ჯაბა გონ­ზე მო­სუ­ლი­ყო, ვიდ­რე მომ­ღერ­ლის ბე­ბია არ გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დღის შემ­დეგ, მომ­ღე­რალ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, წო­ნა­ში კლე­ბა და­ი­წყო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.ჯაბა ბოჯ­გუა ცი­ხე­ში ცუ­დად გახ­დო­მის შემ­დეგ, დე­დას­თან და მო­ხუც ბე­ბი­ას­თან ერ­თად, წლე­ბი ერ­თო­ა­თა­ხი­ან ნა­ქი­რა­ვებ სახ­ლში ცხოვ­რობ­და. მა­ნა­ნა გვა­სა­ლია ამ­ბობს, რომ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წოლ­ში არ სძი­ნე­ბია...

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოვისმინეთ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, მანიპულაციური სიტყვები, ის ფაქტობრივად უარს ამზადებს, პუტინს ეშინია, პირდაპირ უთხრას ტრამპს, რომ სურს ომის გაგრძელება

პუტინი ფაქტობრივად უარს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს, თუმცა არსებობს ნიუანსები.„ახლა ჩვენ ყველამ მოვისმინეთ რუსეთიდან ვლადიმერ პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან მანიპულაციური სიტყვები ფრონტზე დუმილის იდეასთან დაკავშირებით – ის ფაქტობრივად უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია, პირდაპირ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს, რომ მას სურს ამ ომის გაგრძელება, სურს უკრაინელების მოკვლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი ამას ხშირად აკეთებს, ის პირდაპირ არ ამბობს „არას“, მაგრამ აკეთებს ისე, რომ „პრაქტიკულად, უბრალოდ აჭიანურებს ყველაფერს და ნორმალურ გადაწყვეტილებებს შეუძლებელს ხდის“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთი რუსული მანიპულაციაა.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისა და შემოწმების ორგანიზების მზადყოფნის შესახებ. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამის უზრუნველყოფა რეალურად შესაძლებელია ამერიკული და ევროპული შესაძლებლობებით.„ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებს. ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი, ვინც ყველაფერს გააჭიანურებს, ერთადერთი, ვინც არაკონსტრუქციული იქნება – ეს რუსეთია. მათ სჭირდებათ ომი. პუტინმა მოიპარა მშვიდობის წლები და აგრძელებს ამ ომს ყოველდღიურად. ახლა მასზე ზეწოლაა საჭირო. საჭიროა სანქციების შემოღება, რომლებიც დაეხმარება. გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რათა ვაიძულოთ რუსეთი ომის დასრულებისკენ“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები