ირაკლი კობახიძე – გამორიცხულია, „ხალხის ძალის“ ორივე პროექტზე იყოს უარყოფითი დასკვნა, აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას

Read Time:1 Minute, 18 Second

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული ორივე ვარიანტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული და შემდეგ დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

კობახიძის თქმით, გაგრძელდება იმ ვარიანტის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითი დასკვნა იქნება წარმოდგენილი.

„გვქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა კოლეგების მხრიდან. ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო მოსმენები, ამის შემდეგ შედგება პლენარული სხდომა. პირველი მოსმენით იქნება მიღებული როგორც ერთი, ასევე მეორე კანონპროექტი, ანუ, ქართული ვერსიაც და ამერიკული ვერსიაც. ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას, არსებობს ასეთი პროცედურა. ამის შემდეგ უკვე სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება.

თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ იქნება დადებითი დასკვნა ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. შეიძლება იყოს ცალკეული კომენტარები ერთ ან მეორე, ან ორივე კანონთან დაკავშირებით. ამ კომენტარებზე გვექნება მსჯელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, აპრიორი გამორიცხულია, რომ ერთზე ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა. შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას.

ვენეციის კომისია არ არის პოლიტიკური ორგანო, არის სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო, მით უმეტეს, რომ აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე. შეიძლება, მხოლოდ კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით გამოითქვას რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, მაგრამ ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ შეიძლება იყოს მიღებული, მით უმეტეს, რომ მხოლოდ გამჭვირვალობას ადგენს ის კანონი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით“
Next post რატი ბრეგაძე: „ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას“