ირაკლი კობახიძე: ბოლო მომენტში გახარიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მაშველი რგოლი გადაუგდო

Read Time:43 Second

განსაკუთრებით სჭირდებოდა „ნაცმოძრაობას“ გამაგრება ბოლოს წალენჯიხაში, სადაც რომ არ შემდგარიყო ეს კოალიცია, შეიძლებოდა დამდგარიყო მერის რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ბოლო მომენტში გახარიამ მაშველი რგოლი გადაუგდო „ნაციონალურ მოძრაობას“. შეუნარჩუნა მერი, აირჩიეს თანამდებობის პირები, დაამტკიცეს ბიუჯეტი და ა.შ. მანამდე ეს მოხდა ჩხოროწყუში. სხვაგანაც აქვთ ამის მცდელობა და ალბათ მორიგ მაგალითებს ვიხილავთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„პირდაპირ ვიტყვი – ისინი პარტნიორები არიან. რეალურად არის რაღაც სტრატეგიული კავშირები, რომლებიც აქვს ამ ორ პოლიტიკურ პარტიას და იმდენად უხერხული თემაა, რომ დღეს ამის გაშლა არ ღირს. თუმცა, ამის დრო აუცილებლად დადგება. არის სტრატეგიული კავშირი, რომელიც კონკრეტულ ინტერესებს ეფუძნება, აქედან გამომდინარე, ძალიან მჭიდროა ეს ალიანსი, რომელიც არის ამ ორ პარტიას შორის, ამიტომ მათ მოუწიათ ამის გამჟღავნებაც. მანამდე მალავდნენ და ჩხოროწყუს და წალენჯიხის მაგალითზე ეს ვეღარ დამალეს და გახდა ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით არჩევნების წინ, ის მათ თავად გაასაჯაროვეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოზე“: ვერც გარედან დაგვაზიანეს და ვერც შიგნიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პოზიციები სუსტია, ჩვენი კი ძლიერი
Next post გოცირიძე: უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ხსენებაც არაა, საქართველოს უღირსი ხელისუფლება ჰყავს