ირაკლი კობახიძე – ბიბილოვმა შეიძლება, თავისი კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს

Read Time:46 Second

ჩვენ არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს, არც ე.წ. განცხადებას, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი აკეთებს და ა.შ, – ასე უპასუხა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“,„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, როგორი იქნება ბიბილოვის მიერ დაანონსებულ რეფერენდუმზე ოფიციალური თბილისის რეაგირება.

„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ბიბილოვის მხრიდან გაკეთდა, ეს განცხადება კეთდება ყოველთვის, როდესაც ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები ტარდება. ამ შემთხვევაშიც, ბიბილოვს არჩევნები აქვს და როგორც წინა შემთხვევებში, მან ჩათვალა, რომ კამპანიის მიზნებისთვის მისი მხრიდან მიზანშეწონილი იყო ამ განცხადების გაკეთება. ეს არის და ეს. თუ ამ განცხადებას ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ, ამით წყალს დავასხათ იმ წისქვილს, რომელიც ბიბილოვს ეკუთვნის“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რეფერენდუმის დაანონსებას შემდგომი მსვლელობა მიეცეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმედია, ამას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა.

„მე იმედი მაქვს, ამას არავითარი მსვლელობა არ მიეცემა. შეიძლება, ბიბილოვმა თავისი კამპანიის მიზნებისთვის რაღაც რეფერენდუმიც ჩაატაროს, მაგრამ არ მგონია, ამ ყველაფერს შემდგომი მსვლელობა მიეცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ხის საწარმოში დასაქმდნენ
Next post მიხეილ ყაველაშვილი: როცა შენ სახელმწიფოს, სამშობლოსა და ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე, ყველაფერი მეორე პლანზე გადადის