ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და ამისთვის საკომისიოს იღებენ

Read Time:54 Second

არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამის შედეგად ამისთვის საკომისიოს იღებენ. ანუ, ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც უკრაინაში ჩაიყვანენ და მეორე – იღებენ საკომისიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ქვეყნის კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, რომ როდესაც ადამიანი სხვა ქვეყნის თავდაცვის ძლების შემადგენლობის წევრი, ასეთი შემთხვევაში მას პირვანდელი ქვეყნის მოქალაქეობა უწყდება.

კომერციული ინტერესი აშკარად აქვთ გარკვეულ ადამიანებს. კომერციული ინტერესია. ისინი იღებენ საკომისიოს, რაზეც ინფორმაცია, სხვათა შორის, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა მოგვაწოდა ჩვენ, როდესაც უკრაინაში იყო ჩასული.

არიან ადამიანები, რომლებიც კომერციული ინტერესებით ახდენენ საქართველოდან მებრძოლების რეკრუტირებას და შემდეგ ამის შედეგად ამისთვის საკომისიოს იღებენ. ანუ, ერთი, რომ ხელფასს აძლევენ კონკრეტულ პირებს, ვისაც უკრაინაში ჩაიყვანენ და მეორე – იღებენ საკომისიოს.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ვრცელდება ყველა ადამიანზე, რომელიც უკრაინაში იბრძვის. თუ ვინმე იდეითაა ჩასული და იბრძვის უკრაინაში, იდეით საკუთარი სიცოცხლეს აყენებს სასწორზე, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, მეორეა, როდესაც ეს კომერციული ინტერესებით, ანაზღაურების სანაცვლოდ ხდება.

არ ვიცი, შესაძლოა, ნახევრად მოხალისე სხვა რამეში შეიძლება იყო, მაგრამ ნახევრად მოხალისეობა ბრძოლასა და ომში მე ძნელად წარმომიდგენია. ამიტომ, რაღაც ზღვარი უნდა გაივლოს“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია: ჩემს შვილს ჩამოერთვა მოქალაქეობა, რადგან 2008 წელს საქართველო თეფშზე დადებული არ მიართვა აგრესორს
Next post ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციის არაღიარების გადაწყვეტილება დაამტკიცა