ირაკლი კობახიძე: არახამიას ვურჩევდი, გვერდითი შანტაჟის ნაცვლად, პირდაპირ თქვას, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურს და ივანიშვილს აშანტაჟებს

Read Time:1 Minute, 36 Second

„თქვენ ხედავთ, რომ არახამია ერთი მხრივ, დანილოვისა და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი და მეორე მხრივ, ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. სჯობს, გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო იმ უმძიმესი კორუფციით უნდა იყოს დაკავებული, რომელიც დღეს უკრაინაშია.

„ამის მაგივრად, სხვა რაღაცებითაა დაკავებული, როგორც ჩანს, არ აღელვებთ საკუთარ ქვეყანაში კორუფცია, მათ შორის მაღალჩინოსნებიც არიან გარეული და გახვეული, რაზეც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ბოლო დროის განმავლობაში. მეორე – დიდი ხანია, ეს არახამიამ დააანონსა, ამას აპირებდნენ. ჯერ ელენე ხოშტარიამ დადო სია, ზუსტად იგივე სია დაიდო ახლა უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. როგორ ხდება ეს კოორდინაცია, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი ეჭვები გვაქვს, თუმცა ბოლომდე ფარდას, ბუნებრივია, არ ავხდით. თქვენ ხედავთ, რომ არახამია ერთი მხრივ, დანილოვისა და პოდოლიაკის ხელით გვირჩევს, რომ ჩვენ ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი და მეორე მხრივ, ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. სჯობს, გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი. დაშანტაჟების მიზანი რომ მეორე ფრონტია, ეს თქვან პირდაპირ კაცურად. ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს, რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე უნდა ესაუბრონ ქართველ ხალხს, თუ არიან ღირსეულები, მაგრამ ღირსება მათ არ აქვთ. არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის. გააერთიანონ ეს ორი საკითხი, ანუ შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მათივე მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. თუ გაბედავენ, ძალიან კარგი იქნება. საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი, მათ შორის შეიძლება, ქართველმა ხალხმა რჩევაც მისცეს ბიძინა ივანიშვილს, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავხსნით მეორე ფრონტს და ჩავერთვებით ომში, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილსაც პრობლემები აღარ ექნება თავის მილიარდ დოლართან დაკავშირებით და მეორე მხრივ, შეიძლება, ხალხს უნდა, რომ ვიბრძოლოთ უკანასკნელ ქართველამდე და შევეწიროთ ამ ომს. მოდით, ღიად დაისვას ეს საკითხი და ამას ვურჩევდი მე არახამიას, ნაცვლად ამ რაღაცა გვერდითი შანტაჟისა, პირდაპირ თქვას, იმიტომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, რომ სურს მეორე ფრონტის გახსნა, რაც არაერთხელ მოითხოვეს დანილოვისა და პოდოლიაკის პირით. ასეთ შემთხვევაში იქნება ღირსეული მათი საქციელი, მაგრამ ბუნებრივია, მათ ღირსეულ ქმედებებს ჩვენ არ ველოდებით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ივანიშვილმა დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა „ნაცმოძრაობის“ მოძალადე ხელისუფლება, ადამიანებს დემოკრატიის ხელშეწყობისთვის არ ასანქცირებენ
Next post გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 19-19 წლით თავისუფლება მიესაჯათ