ირაკლი კობახიძე: ამომრჩევლის პასუხი გაყალბებულ სოციოლოგიურ კვლევებზე – 2021 და 2023 წლების არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შედეგებს შორის სხვაობა

Read Time:1 Minute, 1 Second

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აქვეყნებს ცესკო-ს წინასწარი შედეგების ცხრილს, სადაც ასახულია როგორც 2023 წლის, ისე 2021 წლის მაჩვენებლები.

 ორივე არჩევნებში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების გამარჯვების გარდა, ცხრილში ნაჩვენებია მიმდინარე წელს ჩატარებულ არჩევნებში, მმართველი პარტიის მომატებული ხმების რაოდენობა. “ამომრჩევლის პასუხი გაყალბებულ სოციოლოგიურ კვლევებზე,” – წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

წარმოდგენილი ცხრილის თანახმად: „ფოთი-ხობი-სენაკი, შედეგი 2021 წელს – 23 256, შედეგი 2023 წელს – 27 553, სხვაობა –  4 297 ხმა, პროცენტული სხვაობა – 18; თერჯოლა – შედეგი 2021 წელს – 9 155, შედეგი 2023 წელს – 11 511, სხვაობა 2 356 ხმა, პროცენტული სხვაობა – 26; ცაგერი, შედეგი 2021 წელს – 3 215, შედეგი 2023 წელს – 4 825, სხვაობა – 1 610 ხმა, პროცენტული სხვაობა – 50; ქუთაისი, შედეგი 2021 წელს – 3 647, შედეგი 2023 წელს – 5 396,  სხვაობა – 1 749 ხმა, პროცენტული სხვაობა – 48; ტყიბული, შედეგი 2021 წელს – 1 283, შედეგი 2023 წელს – 1 322, სხვაობა – 39 ხმა, პროცენტული სხვაობა – 3. გურჯაანი, შედეგი 2021 წელს – 1 002, შედეგი 2023 წელს 1 347, სხვაობა – 345 ხმა, პროცენტული სხვაობა – 34; ახალციხე, შედეგი 2021 წელს – 317, შედეგი 2023 წელს – 463, სხვაობა – 146 ხმა, პროცენტული სხვაობა – 46; თიანეთი, შედეგი 2021 წელს – 150, შედეგი 2023 წელს – 345, სხვაობა – 195 ხმა, პროცენტული სხვაობა – 130.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაჩი ცაგურია ოპოზიციაზე- რა დავაშავეთ უფალო, რომ ესინი ჩვენთან ერთად გააჩინე ამ ქვეყანაში, ეს უტიფრები, ეს უჯიშოები ესინი!
Next post კახა კალაძე – ოპოზიციის ავტორიტეტი და პოლიტიკური მხარდაჭერა განულებულია