ირაკლი ზარქუა: ​ხაბე დაჩაგრეს და კიდევ უარესი. ხან ბაზარში დარბის, ხან სამზარეულოში ნახავთ. ამ დროს ალტერნატივა შექმნეს – გვარამია

Read Time:42 Second

ხაბე დაჩაგრეს და კიდევ უარესი. ხან ბაზარში დარბის, ხან სამზარეულოში ნახავთ. დაინიშნა როგორც იქნა რაღაცად და სამარცხვინოდ ექცევიან ხაბეს. ამ დროს ალტერნატივა შექმნეს – გვარამია და დღეს ყელყელაობს, ჩვენ ახლები ვართო, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მას მიაჩნია, რომ ოპოზიცია ახალი პარტიების შექმნით ერთმანეთს წაართმევს ხმებს, „ქართული ოცნება“ კი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.

„ვინ არის ახალი სახე? მელია არის ახალი სახე და გვარამია არის ახალი სახე? ზონდერი პროკურორი. ერთიც და მეორეც ზონდერები. შემდეგ ამოეფარნენ მედიას და მედიამენეჯერი გავხდიო. ახლა პოლიტიკაში შემოვიდნენ. იქ ხომ დაალაგეს თემები? ესენი არიან ახლა ახალი სახეები? ჩვენ, პირიქით, მივესალმებით ამ ინიციატივებს, იმიტომ, რომ ისევ ერთმანეთს ართმევენ ხმებს. ისევ დაქუცმაცდებიან და კიდევ კარგი, იმიტომ, რომ გარდაუვალია – „ქართული ოცნება“ უმრავლესობით კი არა, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა და ეს ქვეყანას სჭირდება, რომ ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას ის გამოწვევები, რაც წინ გველოდება“, – აღნიშნა ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი პრეზიდენტზე: ის ასრულებს ბრძანებებს სხვა ქვეყნიდან, თუ ჩათვლიან, რომ სააკაშვილის გამოშვებით მეტ ხმას აიღებს მათი აგენტურა, გამოაშვებინებენ, თუ ჩათვლიან, რომ უკეთესი იქნება ციხეში იჯდეს წამებულის იმიჯით – არა
Next post ირაკლი ზარქუა: “ხაბემ” და “ჭიჭე” ვაშაძემ სოციალურ ქსელებში რეკლამაში უკვე 65 000 დოლარი გადაიხადეს – 2012 წლის ფასებს ადარებენ 2024 წლის ფასებს, თითოეული მოქალაქე გრძნობს, ვინ პოპულისტობს წინასაარჩევნოდ