ხაბე დაჩაგრეს და კიდევ უარესი. ხან ბაზარში დარბის, ხან სამზარეულოში ნახავთ. დაინიშნა როგორც იქნა რაღაცად და სამარცხვინოდ ექცევიან ხაბეს. ამ დროს ალტერნატივა შექმნეს – გვარამია და დღეს ყელყელაობს, ჩვენ ახლები ვართო, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მას მიაჩნია, რომ ოპოზიცია ახალი პარტიების შექმნით ერთმანეთს წაართმევს ხმებს, „ქართული ოცნება“ კი საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
„ვინ არის ახალი სახე? მელია არის ახალი სახე და გვარამია არის ახალი სახე? ზონდერი პროკურორი. ერთიც და მეორეც ზონდერები. შემდეგ ამოეფარნენ მედიას და მედიამენეჯერი გავხდიო. ახლა პოლიტიკაში შემოვიდნენ. იქ ხომ დაალაგეს თემები? ესენი არიან ახლა ახალი სახეები? ჩვენ, პირიქით, მივესალმებით ამ ინიციატივებს, იმიტომ, რომ ისევ ერთმანეთს ართმევენ ხმებს. ისევ დაქუცმაცდებიან და კიდევ კარგი, იმიტომ, რომ გარდაუვალია – „ქართული ოცნება“ უმრავლესობით კი არა, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა და ეს ქვეყანას სჭირდება, რომ ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას ის გამოწვევები, რაც წინ გველოდება“, – აღნიშნა ზარქუამ.