ირაკლი ზარქუა: შევდივარ ნიკა მელიას მდგომარეობაში, ის აღმოჩნდა მოტყუებული თავისი გუნდის მხრიდან

Read Time:54 Second

მე შევდივარ ნიკა მელიას მდგომარეობაში, ის აღმოჩნდა მოტყუებული მისი გუნდის მხრიდან. ვაფრთხილებდით, რომ სააკაშვილი უგებდა ხაფანგს მელიას. ერთი მხრივ, მან ის გამოკეტა ციხეში, ათქმევინა, რომ არც გირაოს გადაიხდიდა და არც ამნისტიას დათანხმდებოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი გუნდის წევრები დათანხმდნენ, ხელი მოაწერეს და შემოვიდნენ პარლამენტში, ოპოზიციის უმრავლესობაც აქ არის წარმოდგენილი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

„ამ მოლაპარაკების პერიოდში, სადაც იყვნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩართული, ჩვენი გუნდი აყენებდა საკითხებს, სასამართლო ხელისუფლების რეფორმაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე, ელექტრონული საარჩევნო სისტემის შემოტანაზე, ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებული რეფორმების ჩატარებაზე, ამაზე იყო საუბარი. ოპოზიციის მხრიდან რაზე იყოს საუბარი – გამოუშვით რურუა, გამოუშვით მელია. თუ ვინმეს უნდა, რომ პოლიტიკურად შეფუთოს რურუას პატიმრობა, ეს მის სინდისზე იყოს და მის ღირსებაზე. ჩვენც და საზოგადოებამაც ვიცით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სულ სხვა. ეს არის პანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკა. ამაზე უნდა გვქონდეს აქცენტი და არა იმაზე, გადაიხდის თუ არა მელია გირაოს, ან გამოვა თუ არა რურუა. ნიკა მელია არის მოტყუებული, ახლა კიდევ პირობებს აყენებს და ცდილობს სახე შეინარჩუნოს. მე ვურჩევდი, რომ გადაიხადოს ის გირაო, გამოვიდეს და თავის გუნდს დაეხმაროს იმიტომ, რომ სააკაშვილმა იგრძნო კონკურენცია და ცდილობს ჩააჩოჩოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
Next post ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში