ირაკლი ზარქუა – სალომე ზურაბიშვილი დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ, ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს, არ სჯობს, დავილაპარაკოთ? იქნებ, ვთანხმდებით

Read Time:36 Second

შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, თავისი რადიკალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს, მას დარჩენილი აქვს რამდენიმე თვე, ცდილობს, რომ ხშირად მოხვდეს ეთერებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, პრეზიდენტი შეთანხმების გზით უნდა წავიდეს.

„პრეზიდენტს გარკვევით ავუხსენით და ვუთხარით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურები კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყვნენ შერჩეული და ვერ გავაგებინეთ, რა გავაკეთოთ? ამ იწილო-ბიწილოს არ სჯობს, რომ დავსხდეთ და შევთანხმდეთ? – ერთხელ შევთანხმდით და მოგვატყუა, ახლა დუმს. ამას რატომ აკეთებს, ვერ გეტყვით. დილაობით ვარჯიშობს ხოლმე, ძაღლს ასეირნებს და თუ ნახავთ, იქნებ, ჰკითხოთ – კონსენსუსის სიმბოლო უნდა იყოს და არა ის, რომ ჯიუტად შემოაგდოს კანდიდატურები. ამ კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ და ეს პროცესი სადამდე უნდა იყოს? არ სჯობს, დავილაპარაკოთ? იქნებ, ვთანხმდებით? – კიდევ ერთხელ შანსს მივცემთ“, – განაცხადა ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა – მომხრე ვარ, ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და ამას სავარაუდოდ, ვერ აცდებიან, არ მინდა, ბრძოლაში ჩემი ხაბე მარტო დარჩეს
Next post მიხეილ სააკაშვილი: პუტინი, რომელიც აცხადებდა თავს ოსეთის გადამრჩენად, აქტიურად არის გადასული მათ გენოციდზე