ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე: არ მახსენდება, შიმშილობის გამო ვინმე ციხიდან გამოეშვათ, ეს ის ციხე არ არის 2012 წლამდე რომ იყო, ყველა პატიმრის უფლება დაცულია
ვინც საჭირო იყო, პირველივე დღიდან მიეცა სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა და ჩემი აზრით, იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ პატიმრებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი რომ შიმშილობს, ეს მისი უფლება და არჩევანია.
„ახლა ვსაუბრობთ, რომ პატიმარი შიმშილობს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში შიმშილობენ, მაგრამ არ მახსენდება, რომ შიმშილობის გამო ვინმე ციხიდან გამოეშვათ. სხვათა შორის, დღეს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა ჯგუფი, სადაც ყველა პროფილის ექიმი შედის. დღეს 19:00 საათზეა შეხვედრა დაგეგმილი და თუ იქნება პატიმრის თანხმობა, ეს ჯგუფი შევა, კიდევ ერთხელ გასინჯავენ, რეკომენდაციებს მისცემენ და ა.შ. სააკაშვილის პირადი ექიმიც ესწრებოდა შეხვედრას და როგორც ვიცი, სახალხო დამცველიც არის მოწვეული. მე მესმის მათი მომხრეების, დრამატიზებას ცდილობენ, რომ ხვალ მოსახლეობა გამოიყვანონ თავის ჭკუით რუსთაველზე, რომ სააკაშვილი დიდ განსაცდელშია, ეს არის და ეს. ის მონიტორინგის ქვეშ არის, ეს ის ციხე არ არის 2012 წლამდე რომ იყო, ასე რომ, ყველა პატიმრის უფლება დაცულია“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...