ირაკლი ზარქუა – როგორ შეიძლება, მელია კალაძის სერიოზულ კონკურენტად აღვიქვათ, დამარცხდება და დაიწყებს საუბარს არჩევნების გაყალბებაზე

Read Time:59 Second

მეგონა, ნიკა მელია მერობის კანდიდატიბაზე უარს იტყოდა, რადგან თავის დროზე სიტუაცია რეალურად შეაფასა და იცის, წაგებულ თამაშში შედის, მაგრამ ვინაიდან მაინც დათანხმდა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქე რომ ჰყავთ, გიჟი, ეტყობა, ის აწვებათ, რომ მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მელია წაგებისთვის არის განწირული.

„განწირულია წაგებისთვის. ნიკა მელია რვა წელია, პოლიტიკაშია, მანამდე იყო ძველი თბილისის გამგებელი, მანამდე აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, სადაც დაახლოებით 36 000 ადამიანის ქონების წართმევასა და გამოსახლებაზე აქვს ხელი მოწერილი. ამ წლების განმავლობაში რა შეჰმატა დედაქალაქს? როგორ შეიძლება, მელია კალაძის სერიოზულ კონკურენტად ავიქვათ? როგორ უნდა შევადაროთ კალაძეს, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ერთი ხელფასი არ აუღია და იცით, რომ მისი წინამორბედები ხელფასს, პრემიას და დანამატს იღებდნენ. კალაძემ თბილისს რეკრეაციული ზონები შეჰმატა, ტრანსპორტის რეფორმა განახორციელა, 138 მიწა სატყეო ზონა დედაქალაქებს დაუბრუნა, ინფრასტრუქურა გააუმჯობესა და სოციალური დახმარების მთელი რიგი პაკეტები შექმნა, რომლითაც 259 სიცოცხლე გადაარჩინა. მელია ამბობდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი უნდა ვიყოო. „გირჩი“ ცალკე იბრძვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცალკე იქაჩება, „მოქალაქეები“ ცალკე, „ლელო“ ვერ ჩამოყალიბდა და ბოკერია და ნაციონალები არიან ერთად? – ეს ისედაც ხომ ვიცოდით, რომ ერთი მთლიანი იყვნენ, ვის ატყუებენ? – დამარცხდება და დაიწყებს საუბარს არჩევნების გაყალბებაზე. არადა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არჩევნები ღია და გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა იმნაძე: მახსოვს, მეკითხებოდნენ, ვირუსი ღამე დადის? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა
Next post ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია დაიწყო. ვიდეო