ირაკლი ზარქუა ნიკა მელიაზე: ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება – “ხაბეს” რაც სჭირს, ისიც ეყოფა

Read Time:35 Second

„ხაბე“ არის მკაცრი – 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს! – ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილზე არაფერს იტყვის, რადგან იმას რაც სჭირს, ისიც ეყოფა.

„მელია, ჩემო ძმაო, 4 საათამდე გაქვს ვადა, ასე რომ, ჩამოყალიბდი, გინდა ,,ნაცებში“ ყოფნა? 4-მდე მისცა ვადა, „ხაბე“ არის მკაცრი, დაუნდობელია, შეუბრალებელი, არ გადათქვამს! ვუყუროთ ახლა ამ ხელმოცარულებს. ის კაცი შევარცხვინე, „ხაბე“ რომ ჩამოგაგდებს პარტიიდან და მეორედ შევარცხვინე კიდევ, ისევ ამ პარტიას რომ ებღაუჭები – გაგდებენ, პანჩურს გირტყამენ ხან პირდაპირ ეთერში, ხან ეთერს მიღმა და მაინც ებღაუჭები. ჩემს „ხაბეზე“ არაფერს ვიტყვი, იმას რაც სჭირს, ისიც ეყოფა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოსდაცვითი პროექტი – „სტუდენტები ერთად სიმწვანისთვის“, დაიწყო