ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა სიების აღდგენაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე

Read Time:47 Second

სიები ჩახსნეს. ახლა ამბობენ სიები აღვიდგინეთო. ასეთი უპრინციპო, პოლიტიკური მორალისგან დაცლილი მანდატის მქონე პარლამენტში გჭირდებათ?! რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით არის არათანმიმდევრული, უპრინციპო და ყველანაირი პოლოტიკური მორალისგან დაცლილი ორგანიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უპრინციპობის მაგალითია.

„რაც შეეხება სიების თემას, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ და უპრინციპო რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ მათი განცხადებები, გაყალბებულია არჩევნები და ჩვენ არ შევალთო, მერე იძახდნენ, იქ რომ დაჯდე, პუფი უნდა იყოო. მერე თქვეს, იქ რომ დაჯდე მინა უნდა იყოო, მერე თქვეს გამორიცხულია პარლამენტში როგორ უნდა შევიდეთო და მერე შემოვიდნენ. მერე ისევ გავიდნენ. სიები ჩახსნეს. ახლა ამბობენ სიები აღვიდგინეთო. ასეთი უპრინციპო, პოლიტიკური მორალისგან დაცლილი მანდატის მქონე პარლამენტში გჭირდებათ?! რადიკალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით არის არათანმიმდევრული, უპრინციპო და ყველანაირი პოლოტიკური მორალისგან დაცლილი ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე, რაც შეთავაზებულია, კეთილი ინებონ და მობრძანდნენ. თუ ოპოზივია საქართველოს მოსახლეობის ინტერესებზე იქნება აქცენტირებული, შედეგი გარდაუვალია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსანდრე ელისაშვილი: ჩვენი შრომის შედეგად, პენსიონერები სესხს სულ მცირე, 10%-ით ნაკლებში აიღებენ
Next post ირაკლი ზარქუა: ნათელაშვილის უყვარს ასეთი გამოთქმები და გადაეცით, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“