ირაკლი ზარქუა – მელია, ხაბეიშვილი, მუმლაძე, მამულაშვილი ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან, ერთმა მეორეს უთხრა, საკმარისად რადიკალი არ ხარო, იმან მტყუვნისო და არის გადაძახება-გადმოძახება

Read Time:45 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატები ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან.

მისივე თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო არ არის.

„რადიკალების ჯგუფში რომან გოცირიძე არის მსხვერპლი, მაგრამ ეს სხვა თემაა. კონკრეტულად ოთხი ჯგუფი გამოიკვეთა, მამულაშვილიც დაემატა. ტრაგიკომედიაა რა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის მესამეხარისხოვანია, ასევე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის. როცა გვინდა, სანახაობა ვიხილოთ, გადავრთავთ ხოლმე, ვაკვირდებით, როგორ ხდება კეზერაშვილის ფულისთვის ნადირობა.

წინასაარჩევნო კამპანია აქვთ, მათ შორის მელიას, ხაბეიშვილს, მუმლაძეს და მამულაშვილს. ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებიან. ერთმა მეორეს უთხრა, შენ საკმარისად რადიკალი არ ხარო, იმან უთხრა, მტყუვნისო და ერთმანეთში არის გადაძახება-გადმოძახება. უბრალოდ, ვერ ვხდები, ქალბატონი ნონა როგორ მოხვდა აქ, მაგრამ ალბათ აქვს უფლება, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრი არ არის. მგონია, ყველაზე დამსახურებული კანდიდატი შეიძლება, გუბაზ სანიკიძე ყოფილიყო, რადგან უმოქმედობიდან გამომდინარე, მან დაიწყო პირველი შეტევა, პირველმა მან ამოიღო ხმა. ეს, რასაკვირველია, ხუმრობით. ამ ბრძოლაში ფავორიტი მყავს. ვისურვებდი, პროცესი ღია, გამჭირვალე იყოს. დაე, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულმა „ნაცმა“ გაიმარჯვოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: საქმე როდესაც ეხება ევროპის უსაფრთხოებას, მაშინ არანაირი დემოკრატიული უკუსვლა არ აღინიშნება სამხრეთ კავკასიაში – ამის მაგალითია ბუქარესტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩაბრძანება
Next post ლევან დავითაშვილი – წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატორი, იდეის ავტორი იყო საქართველო, ჩვენ დავიწყეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, შემდგომ შემოგვიერთდნენ სხვა პარტნიორი ქვეყნებიც