ირაკლი ზარქუა ზელენსკიზე: ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი უტევს და ამ დროს ის იცლის, რომ ბრიფინგზე პატიმარ სააკაშვილის სურათებით იაროს

Read Time:29 Second

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებასა და ღირსეულ ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა.

იგი ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

„ვურჩევდი ევროპარლამენტარებს, განსაკუთრებით EPP-ის წევრებს, თავი გაანებონ ჩვენს ქვეყანას. უკრაინის პრეზიდენტს სცალია იმისთვის, რომ ბრიფინგებზე ფოტოებით იაროს და პრესკონფერენცია ატაროს – ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის ჩვენთვის და საერთო მტერია, უტევს და ამ დროს ის იცლის, რომ სურათებით იაროს პატიმარ სააკაშვილის, რომელსაც ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა ის, სადაც ახლა ზის, ჩემთვის ეს გაუგებარია. უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებასა და ღირსეულ ხელისუფლებას“„, – განაცხადა ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი: უახლოეს დღეებში ვითხოვთ ზურაბ აბაშიძის დაბარებას პარლამენტში
Next post გიორგი გახარია: ფრენების აღდგენა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან