ირაკლი ზარქუა: დღესაც პენსიონერს შეუძლია დაწეროს განცხადება და 6 თვით სხვა ბანკში გადაიტანოს მომსახურება

Read Time:45 Second

2009-2010 წლამდე სახელმწიფო იხდიდა დააახლოებით 40 მილიონამდე ლარს და შემდეგ გამარჯვებული კომპანია ამას ურიგებდა პენსიონერებს. მერე მოხდა ისე, რომ „ლიბერთი“, რომელსაც მაშინ „სახალხო ბანკი“ ერქვა, სააკაშვილთან დაახლოებულმა პირებმა შეიძინეს და სახელმწიფოს უთხრეს, არ გვინდა თქვენ ფული, პენსიონერებთან მიგვიშვითო და აქედან დაიწყო, მათი გატყავება, – ასე ვთქვათ, პენსიონერებს ურიგებდა ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, ხელშეკრულების ვადა მაინც დატოვებული იყო, სააკაშვილს თავისი ბიზნესპარტნიორებისთვის გადაფორმებული 100%-იან სესხებში, ეს ჯერ შევამცირებინეთ 70, შემდეგ კი 50%-მდე. შემდეგ, როდესაც 50% არ მოეწონათ, გაყიდეს და შემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა „ლიბერთი ბანკში“. ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენს შეთავაზებას და უფრო დაბლა დაწიეს პროცენტი და უკვე 30-35%-ის ფარგლებში იყო ეფექტიანი განაკვეთი“, – განაცხადა ზარქუამ.

მისივე თქმით, დღესაც პენსიონერს შეუძლია დაწეროს განცხადება და 6 თვით სხვა ბანკში გადაიტანოს მომსახურება.

„თუ მოუნდება გაგრძელება, კიდევ 6 თვით შეუძლია გაახანგრძლივოს. დღეს პენსიონერებს სხვა ბანკებში დაახლოებით მილიარდამდე ლარის სხვადასხვა სესხი აქვთ აღებული“, – განაცხადა ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კარლო კოპალიანი ნაცმოძრაობას-კარგად ახსოვს საზოგადოებას როგორ იკმაყოფილებდით თქვენს ხუშტურებს, განა მარტო ბიუჯეტის ფულით, ქართველი ხალხის სისხლით…მეცოდება ყველა ის ადამიანი ვინც უბოროტეს სექტას უჭერს მხარს!
Next post კარლო კოპალიანი ნაცმოძრაობას-თქვენ გაჩხერილი გაქვთ ყელში, ერთი კაცის გვარი,რადგან წარსულად გაგციათ, დიახ, წარსულად და ვერსადროს ვერ მოინელებთ