ირაკლი ბერაია: ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტისას, ჩვენი მხრიდან ხაზი გაესმება ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარებას

Read Time:31 Second

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრისას ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხაზი გაესმება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ხავიერ კოლომინას ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ესაა უდიდესი ვიზიტი, მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმრობდა ნატოს სამხედრო კომიტეტი. ეს ადასტურებს ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას, პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. ალიანსის წარმომადგენელთან ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოს წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიღწეულ პროგრესზე, ისე, როგორც შავ ზღვაზე ალიანსის გაზრდილი ჩართულობის აუცილებლობაზე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლოიდ ოსტინი: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუანშერ ბურჭულაძეს გუშინდელი შეხვედრებისთვის, სადაც უსაფრთხოების საერთო პრობლემატიკა განვიხილეთ და აშშ – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერის დადასტურება მოხდა
Next post საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი