ირაკლი ბათიაშვილი: 9 აპრილი აღმოჩნდა დიდმნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან მან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ისტორია შეცვალა

Read Time:1 Minute, 21 Second

9 აპრილი აღმოჩნდა დიდმნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან მან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა და ისტორია შეცვალა, – ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, დაუმორჩილებლობის პროცესის ორგანიზატორები მასთან ერთად იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ირაკლი წერეთელი, გიორგი ჭანტურია. ბათიაშვილი იხსენებს, რომ აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებს შორის ის მიხეილ კრიხელმა ამოიცნო, შემდეგ კი მორგსა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც გოგი ხარაბაძესთან ერთად მისულმა იური როსტმა ცნობილი ფოტო გადაუღო.

„2 წელიწადში ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. გოგა ხაინდრავა გარდა იმისა, რომ თავიდან ბოლომდე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მთელი სულითა და ხორცით იყო ჩართული და დიდ როლს ასრულებდა, იყო ჩვენი მემატიანე. იმ კადრებმა მოიარა მთელი მსოფლიო, შთააგონა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. საერთოდ ვინ იცოდა მაშინ საქართველო? რომ ჩვენ ვარსებობდით და არა თუ ვარსებობთ, თურმე გვქონია ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვიბრძვით იმ სახელმწიფოს აღდგენისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით და მოხდა უზარმაზარი კონსოლიდაცია“, – ამბობს ბათიაშვილი.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, 1989 წლის 9 აპრილმა დარტყმა მიაყენა საბჭოთა იმპერიულ სისტემას, საზოგადოება კი შეიკრა და გაძლიერდა.

„ტრაგედია მოხდა. ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლი დაიღვარა. რა თქმა უნდა, ტრაგედიაა ყველგან, სადაც ჩვენი ხალხის სისხლი დაიღვარა. მათ შორის დიდგორის ველზეც ჩვენი ხალხის სისხლი დაიღვარა, მაგრამ დიდგორის ბრძოლაზე არავინ ამბობს, რომ ეს იყო ტრაგედია. ეს იყო გამარჯვება. აი, ასეთი დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება იყო 9 აპრილი. ჩვენ ეს შთაგვაგონებს, რომ ამან მოგვიტანა დამოუკიდებლობა“, – ამბობს ბათიაშვილი.

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – როგორც არ შეიძლება, ვირმა კრიალოსანზე ისაუბროს, ისე არ შეიძლება, ბეჟაშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა ისაუბრონ სასამართლოზე
Next post გია ბუღაძე: მინახავს დიდი ზვიადი გამსახურდია, აი, აქ, როგორ აღგვანთებდა ხოლმე, ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში