ირაკლი ბათიაშვილი: როგორც ყოფილმა პატიმარმა, პირდაპირ მინდა ვთქვა, სრული უზნეობაა მესამე პრეზიდენტის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ლაპარაკი

Read Time:39 Second

როგორც ყოფილმა პატიმარმა, პირდაპირ მინდა ვთქვა, სრული უზნეობაა მესამე პრეზიდენტის წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ა.შ. ლაპარაკი, – ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

მისი თქმით, წამებული იყო სულხან მოლაშვილი, ნორა კვიციანი, კობა ოთანაძე და კიდევ ასობით ადამიანი.

„ანალოგიურ მდგომარეობაში რომ ვყოფილვიყავით ან მე, ან სულხან მოლაშვილი, ან ნორა კვიციანი, „ვივამედის“ კლინიკაში, კონსილიუმები რომ გეხვევა თავს ყოველდღე, 1500 მნახველი რომ გვყოლოდა, ხუმრობით რომ ვთქვა, ჩვენი ოჯახები ალბათ, მადლობის წერილებს გაუგზავნიდნენ ხელისუფლებას. ნორა კვიციანის სიკვდილი, რომელიც იყო მძევალი, არის შედეგი იმ არაადამიანური მოპყრობისა და პატიმრობის, რაც მან გადაიტანა. ბეტონის იატაკზე, ორთქლი რომ ასდის, იმაზე რომ ეძინა და ღამეებს ათენებდა, როდესაც პატიმარი იყო, რისთვის იყო ეს საჭირო?! წამებული იყო სულხან მოლაშვილი, ნორა კვიციანი, კობა ოთანაძე და კიდევ ასობით ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
100 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმში, რესტორან „ვოქსში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების ან განადგურებას მუხლით დაიწყო
Next post ალეკო ელისაშვილი: ნუ დაიწყებთ ეხლა ჭკუის სწავლებას და ბავშვების უფლებებზე ლექციებს – დადექით რუსთაველზე ცოტა ხანს და ნახავთ რეებს სჩადიან გათავხედებული ბავშვები