იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი უდიდესი სურვილია, ქუთაისს ჰქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სახეობაში

Read Time:33 Second
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისის საკალათბურთო კლუბის “ქუთაისი 2010“ გუნდის წევრებს შეხვდა.
“ქუთაისის საკალათბურო კლუბს არაერთი გამარჯვებით გაუხარებია ჩვენი ქალაქი.  ვამაყობ, რომ  2014 წელს საქართველოს თასის  და ასევე, სუპერთასის  მფლობელები გახდით, 2015-2016 წლებში სუპერლიგის ჩემპიონობით გაგვახარეთ და 2017 წელს კვლავ საქართველოს თასი მოიპოვეთ. ქუთაისს აქვს საკალათბურთო სპორტის უდიდესი ტრადიცია.  ჩვენმა ქალაქმა აღზარდა  ლეგენდარული კალათბურთელები ოთარ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, გელა დარსაძე და მრავალი სხვა, რომლებმაც  არაერთი წარმატება მოუტანეს არა მარტო ჩვენს ქალაქს, არამედ სრულიად საქართველოს. ჩვენი უდიდესი სურვილია, გვქონდეს სპორტული მიღწევები სპორტის ყველა სფეროში, გვყავდეს წარმატებული საკალათბურთო გუნდი, მუდმივად ვიყოთ ჩემპიონები, რაშიც მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით“, – მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა კალათბურთელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და პანიკის საფუძველი არ არსებობს
Next post გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა ამ გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტი და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს