იოსებ ხახალეიშვილი – ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შევხვდი, საარჩევნო პროგრამა წარვუდგინე და მათ საჭიროებებს გავეცანი.
ჩვენ იმ ქალაქის შვილები ვართ, რომელსაც ქართული კულტურისა და განათლების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქუთაისისთვის ამ ისტორიული სტატუსის განსამტკიცებლად. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ძალისხმევით დიდი, საშვილიშვილო საქმე უკვე გაკეთდა – დაფუძნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს სტუდენტების პირველი მიღება განახორციელა. ახლა კი ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქუთაისი იქცეს ქართული კულტურის ცენტრად. ამისთვის თითოეული ქუთაისელის მხარდაჭერა და თითოეულ ქუთაისელთან თანამშრომლობაა საჭირო. ყოველმა თქვენგანმა თუნდაც ერთი აგური რომ დადოს ქალაქის წინსვლაში, ეს უკვე მთლიანობაში უდიდეს შედეგზე გაგვიყვანს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება – გენიალური ქუთაისელის, დიმიტრი უზნაძის ენით რომ ვთქვათ, “პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა“.
მოვდივარ, რომ ჩვენი გუნდის მხარდაჭერით, თქვენთან ერთად და თითოეული თქვენგანის აქტიური ჩართულობით, წარმატების ზენიტში მყოფი ქუთაისი დავუტოვოთ მომავალ თაობებს. მათ ჩვენ უნდა მივცეთ ქუთაისის სიყვარულის, მასზე განუხრელი ზრუნვის საუკეთესო მაგალითი, რათა ისინი გაიზარდონ ქალაქის წარმატებაზე ორიენტირებულის სულისკვეთებით. მე, როგორც 3 შვილის მამას, მაქვს უდიდესი სურვილი, ისეთი ქუთაისი გადავაბაროთ კიდევ უფრო გასაძლიერებლად ჩვენს შვილებს, რომელიც იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი, იქნება განათლებისა და კულტურის მექა, იქნება ქართული ურთიერთობების ეტალონი და ხალასი იუმორის აკვანი, სადაც ახალი რეზო გაბრიაძეები, ახალი რეზო ჭეიშვილები, ახალი ზაქარია ფალიაშვილები, ჯორჯ ბალანჩინები, ვერიკო ანჯაფარიძეები, გიორგი შავგულიძეები… დაიბადებიან და ახალი სისხლით გააძლიერებენ ქართულ კულტურას
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...