იოსებ ხახალეიშვილი – „ქუთაისი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველ ქალაქად უნდა ვაქციო“

Read Time:27 Second

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად  ქუთაისელ ახალგაზრდებს შეხვდა.
იოსებ ხახალეიშვილის მოსაზრებით, სტუდენტური ცხოვრება  ქალაქის განვითარების პერსპექტივასთან უნდა ინტეგრირდეს. ეს ქუთაისს განათლების და კულტურის  რეალურ ცენტრად აქცევს. მისივე თქმით, ქუთაისი   უნდა გახდეს კინომატოგრაფიით, მუსიკალური, თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით ცნობილი ქალაქი.  იგი  ახალგაზრდებისთვის  არა მარტო საუკეთესო  განათლების მიღების,  არამედ გართობის ახალი დანიშნულების ადგილად უნდა იქცეს.

„ქუთაისი ახალგაზრდული სიცოცხლის ქალაქად უნდა ვაქციოთ. ყველა განსახორცილებელი პროექტი  თქვენი თაობისთვის უნდა იყოს მომხიბვლელი და  ქუთაისში თვითრეალიზების საშუალებას უნდა გაძლევდეთ.“, -მიმართა  იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისელ ახალგაზრდებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2 ოქტომბერს ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ
Next post კახა კალაძე: ხალხი წყვეტს კოალიციური უნდა იყოს მთავრობა თუ არა, ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის და არც ჩემი გადასაწყვეტია