იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის აეროპორტი და ახალი ტერმინალი რეგულაციების მოხსნის შემდეგ აუცილებლად მიიღებს დიდი რაოდენობის ტურისტებს

Read Time:38 Second

ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ტურიზმის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტი და ახალი ტერმინალი რეგულაციების მოხსნის შემდეგ აუცილებლად მიიღებს დიდი რაოდენობის ტურისტებს.

“კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტების მიღება შეჩერებულია, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქუთაისი აუცილებლად გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული ქვეყნებისათვის, რადგან პანდემიამდე პერიოდში უკვე იყო ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი ქალაქის მიმართ. სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისს ყველაზე ხშირად სწორედ ევროპული ქვეყნებიდან სტუმრობდნენ.

ქუთაისი თავისი ისტორიით, თავისი კულტურით, ყოველთვის იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი ინტერესის მატარებელი უცხოელი ტურისტებისთვის”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა.

მერობის კანდიდატი დღესვე საარჩევნო შტაბის  უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის  ცენტრის მედიკოსებს შეხვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ნაცვლიშვილი: „ლელო“ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაციაა დედამიწის ზურგზე, რომელიც ცნობადობის ზრდის კვალდაკვალ რეიტინგს კარგავს
Next post გოჩა ენუქიძე ქალაქ ონში, შ.პ.ს ონის სერვის ჯგუფის თანამშრომლებს შეხვდა