იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისი კვლავაც კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ყალიბდება

Read Time:57 Second

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. იოსებ ხახალეიშვილმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან  მამუკა რიჟამაძესთან ერთად ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამომრჩევლებს ქუთაისის თანაბარი განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო: ინფრასტრუქტურის სრულყოფა, სკვერების, რეკრეაციული ზონების, სპორტული მოედნების მშენებლობა და მოწყობა, საქალაქო ტრანსპორტის ტარიფის შენარჩუნება და განახევრებული ტარიფები სოციალურად დაუცველი, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების, სტუდენტებისა და პედაგოგებისათვის. იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით გასულ წელს სოციალურად დაუცველ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სასწავლო კურსი დაუფინანსდათ. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის დაფინანსება მიმდინარე წელსაც განხორციელდება.

„ჩემთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს განათლების მიმართულება წარმოადგენს. მჯერა, რომ ქუთაისს რეალურად დავუბრუნებთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან სტატუსს და ფუნქციას, რომელიც ამ ქალაქის ისტორიის მთავარი ნიშაა. მითუმეტეს დღეს, როცა კიდევ ერთი უნივერსიტეტი საერთაშორისო სახელით, ჩვენი წარმატების ნაწილია. ჩვენი გუნდის ძალისხმევით და თქვენი მხარდაჭერით ქუთაისი კვლავაც კულტურულ-საგანმანათლებლო კერად ყალიბდება. განათლებაზე კი ყველა სხვა სფეროს თუ დარგის წარმატებაა დამოკიდებული “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანიდატის  განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც წელს  უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს, 25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება.
„ეს ნიშნავს ამ ქალაქისთვის  საბაზისო ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგებას და ამის შემდეგ, მასშტაბური პროექტების განხორციელების რეალურ პერსპექტივას, რომლის საბოლოო მიზანიც, ქუთაისის თანაბარი განვითრებაა, “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კანდიდატებმა მუნიციპალიტეტის ახალი შენობა მოინახულეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც 21-ე საუკუნეში სირცხვილია და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ