იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მე-2 და მე-5 პოლიკლინიკების მედპერსონალს შეხვდა

Read Time:45 Second

“ქართული ოცნება – დემოკრატიური საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი  მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ქუთაისის მე-2 და მე-5 პოლიკლინიკებს ესტუმრა და მედპერსონალს შეხვდა.

კანდიდატმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნო სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან ერთად, სხვადასხვა საკითხებს შეეხო.

“მედიცინის სფეროს წარმომადგენლების აზრი და შეხედულება ყველა ვითარებაში გასათვალიწინებელია, რადგან მათზე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული და ამ მიმართულებით ჩვენზე უკეთესად აფასებენ სიტუაციას. ახლა მათ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა უწევთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა დაღლას არასოდეს იმჩნევენ და ისე ემსახურებიან თითოეულ ადამიანს. სწორედ ასე დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ ყველამ ჩვენი ქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს მათი მხარდაჭერა,  ყოველთვის მოვისმენ მათ შეხედულებებს და გავითვალისწინებ, რადგან  მათ სწორად ესმით ბევრი პრობლემა და მზად არიან მის გადასაჭრელად ჩვენს გვერდით დადგნენ”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მე-5 და მე-2 პოლიკლინიკები, ქუთაისსა და მის შემოგარენს უკვე 20 წელზე მეტია, ემსახურებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 348 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
Next post პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები იწყება