ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ასტანაში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში ქალდანმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასევე იასპარეზებს საბა ბაღდავაძე. ტურნირი დღეს, 13 მაისს დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):
გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)
საბა ბაღდავაძე (-81 კგ)
მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)
რამინი ყიფშიძე (-95 კგ)
გიორგი ბერიძე (-95 კგ)
J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):
ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)
გიორგი ქალდანი (-70 კგ)
ბაჩუკი შელია (-81 კგ)
ზვიად გოგოჭური (-95 კგ)
ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)
რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)