იოგა და მედიტაცია ტვინის მუშაობას აუმჯობესებენ

Read Time:29 Second

ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა იოგისა და მედიტაციის მოყვარულებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ მსგავსი ფიზიკური აქტივობები ნამდვილად აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას და ადამიანებს საკუთარი ემოციების უკეთესად მართვაში ეხმარებიან.

“იოგაც და მედიტაციაც ტვინის ყურადღებასა და რესურსებს მიმართავენ ისეთი დავალებების გადასაწყვეტად, როგორიცაა საკუთარი სუნთქვის და პოზის მართვა. ამასთან, ეხმარებიან ადამიანს სხვა ზედმეტი ინფორმაციისგან საკუთარი თავი გამიჯნონ. ეს ყველაფერი კი მას ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა ამოცანების გადაწყვეტაშიც ეხმარება”- ამბობენ სპეციალისტები.

ბოლო წლებში მეცნიერები აქტიურად დაინტერესდნენ, თუ რა გავლენას ახდენს იოგა, მედიტაცია და სხვა აღმოსავლური პრაქტიკა ადამიანის ცნობიერებაზე, მის ქცევასა და სხეულის მდგომარეობაზე.

მაგალითისთვის, რამდენიმე წლის წინ ნეიროფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მედიტაცია ოქსიტოცინის დონეს (ჰორმონი) ზრდის ორგანიზმში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
Next post  საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება