„იმედის კვირისთვის“ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გახდა ცნობილი

Read Time:2 Minute, 44 Second

მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების, კარტოგრაფების, მიწათმზომელებისა და ყველა იმ პირის დაკითხვა მიმდინარეობდა, რომელთაც დავით გარეჯის საქმესთან შეხება ჰქონდათ.

„იმედის კვირამ“ რამდენიმე გამოკითხული ადამიანის ოქმი მოიპოვა, რომლებიც საქმის დეტალებს გამოძიებასთან იხსენებენ.

როგორც ირკვევა, საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამყოფი ზოლის დაზუსტებას კონკრეტულად ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ანდობდა. სწორედ ეს ორი ადამიანი იყო ვალდებული პროცესი სამართლიანად წარემართა, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები ჩაეტარებინა, შესაბამისი რუკები მოეძიებინა და ამ მასალების საფუძველზე შეეჯერებინა ქვეყნის საზღვრის ამსახველი რუკები – ირკვევა, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, მასალების მოძიების ნაცვლად, დაკავებული იყვნენ მათი გადამალვით. მეტიც, ბრალდების მტკიცებით, მელაშვილმა და ილიჩოვამ სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად თუ სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახლმწიფოს რეალურ პოზიციას კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

გამოძიებას ალექსანდრე მათიაშვილმა განუცხადა, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იგი საგარეჯოს რაიონის მთავარ მიწათმომწყობად მუშაობდა. გთავაზობთ ფრაგმენტს მისი ჩვენებიდან:

„კომისიიდან ჩემთან ურთიერთობა ჰქონდა ივერი მელაშვილს. ჩემს სამსახურში ინახებოდა საბჭოთა პერიოდში შენახული რუკა, რომლის შედგენის თარიღი არ მახსოვს, მაგრამ მასშტაბით 1:50 000. აღნიშნული რუკა განსაკუთრებით იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რუკაზე პატარეა უდაბნოდან 100-150 მ შემდეგ საზღვარი გადიოდა ბერთუბნის მხარეზე, იქიდან ადიოდა კლდეებზე და უერთდებოდა შესაბამის საზღვარს. ამ რუკაზე საქართველოს საზღვარი გადიოდა აზერბაიჯანის მხარეს, ბერთუბნის მიმართულებით და შემდგომში შედგენილი რუკებისგან განსხვავებით, მასზე საქართველოს ტერიტორია უფრო დიდი იყო. მე დამიკავშირდა იველი მელაშვილი, კონკრეტულად თარიღი არ შემიძლია მივუთითო, ის ჩამოსული იყო საგარეჯოს რაიონში. მოვიდა ჩვენს სამსახურში, სადაც მას ვაჩვენე ეს რუკა. ის დაინტერესდა ამ რუკით და მომთხოვა მისი გადაცემა. დამპირდა, რომ ამ რუკას ის მალევე დამიბრუნებდა, მაგრამ მან ეს რუკა არ დამიბრუნა“, – განუცხადა გამოძიებას .ალექსანდრე მათიაშვილმა.

სად წაიღო ივერი მელაშვილმა აღნიშნული რუკა, არავინ იცის. კიდევ ერთი საინტერესო გარემოების შესახებ გამოძიებასთან ისაუბრა მოწ­მე მა­ნა­ნა აღა­პიშ­ვი­ლმა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო-გე­ო­დე­ზი­ურ-კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფონდში მუ­შა­ობ­და და ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი და სხვა თე­მა­ტუ­რი რუ­კე­ბი. მის ერთ-ერთ მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და რუ­კე­ბის ალ­ბო­მე­ბის აღ­წე­რა-გა­და­ნომვრა. მისივე ჩვენებით აღწე­რი­ლი რუ­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო, ანუ ალ­ბო­მებს აკ­ლდა რუ­კე­ბი და ასე­ვე შე­იმ­ჩნე­ო­და რუ­კე­ბის ამო­ხე­ვის აშ­კა­რა კვა­ლი, იმ რუ­კე­ბის, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს შე­ე­ხე­ბო­და.

„ალბომის აღწერისა და გადანომვრის შედეგად გამოვლინდა, რომ იგი შეიცავდა არა 71 ფურცელს (რუკას) როგორც ეს ჩაწერილი იყო 1947 წლით დათარიღებული გადანომვრის ჩანაწერებში, არამედ, 57 ფურცელს (რუკას), რის შესახებაც მე გაკეთებული მაქვს შესაბამისი ჩანაწერი. ადრე ნატალია ილიჩოვას ჰქონდა წვდომა ამ ალბომებთან და მასში მოთავსებულ რუკებთან“, – აცხდებს მანანა აღაპაშვილი ჩვენებაში.

გამოძიების სხვა ახლ დეტალებზე „იმედის კვირის“ სიუჟეტი იხილეთ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თავდაცვის სამინისტრო: ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს დავით ხვიბლიანის წამება
Next post კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა