ილჰამ ალიევი – ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, სამომავლოდ სომხეთის შეიარაღებულ ფორპოსტად გადაქცევის მცდელობა, საფრთხის კიდევ ერთ წყაროს ქმნის

Read Time:42 Second

სამხრეთ კავკასიისთვის კიდევ ერთი საფრთხის წყარო იქმნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბრიუსელში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენი, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელ ჯოზეფ ბორელის შეხვედრაზე საუბრისას.

როგორც ალიევმა აღნიშნა, შეხვედრა მიმართულია აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ.

„ბოლო დღეებში აშშ-ის და ევროკავშირის მაღალჩინოსნები მათი ინიციატივით გამართულ სატელეფონო საუბრების დროს ცდილობდნენ დავერწმუნებინეთ, რომ ეს შეხვედრა აზერბაიჯანის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა ვიცით, რომ ეს მიმართულია აზერბაიჯანისა და სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის წინააღმდეგ. ეს მიზნად ისახავს გამყოფი ხაზების შექმნას და ჩვენი ქვეყნის იზოლირებას. ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, რომლებსაც ისინი გასული წლის სექტემბრიდან დღემდე აკეთებენ, მცდელობა სომხეთი სამომავლოდ სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებულ ფორპოსტად აქციონ, მომავალში ძალიან დიდ უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავავრცელეთ განცხადებები, რათა გავაფრთხილოთ ამის შესახებ ჩვენი პარტნიორები აშშ-სა და ევროპაში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პარტიულ აქტივს 13 აპრილს შეხვდება
Next post ალეკო ელისაშვილი: აბჯარი ავისხათ და მოვემზადოთ დიდი ცემა-ტყეპისთვის – ქუჩაში თუ იქნება გასასვლელი, უნდა გავიდეთ