ილია მეორე კახი კავსაძეზე: წავიდა თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება

Read Time:28 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„წავიდა ჩვენგან ბატონი კახი კავსაძე – თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, კავსაძეთა ცნობილი გვარის ერთ-ერთი უცნობილესი წარმომადგენელი, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება.

რამდენიმე წლის წინ იგი მძიმე სენით დაავადდა, რაც მორწმუნედ ჩამოყალიბების წინაპირობად ექცა, რადგან ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა და მისი მადლით განკურნებული, უფლის რწმენის მქადაგებლად იქცა.

ღმერთმა დალოცოს და ნათელში ამყოფოს ბატონი კახის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა და სულიერი შეწევნა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: გადატანილი კოვიდი ინგლისური შტამისგანაც იცავს, საქართველოში ნახევარზე მეტი ინგლისური შტამია და რეინფიცირება სულ, 10 -15 შემთხვევაა
Next post საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი ჯანმოს მოუწოდებს, უფრო სიღრმისეულად გამოიძიოს პანდემიის წარმოშობის მიზეზები