ილია მეორე – გაჭირვების დროს უნდა თქვათ, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს
გაჭირვების დროს უნდა თქვათ, ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვის დასრულებისას, ქადაგების დროს განაცხადა.
„აი, განვლო დიდი მარხვის სამმა კვირამ. დღევანდელ დღეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ჯვარი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არის ღვთისაგან ბოძებული. მაგრამ აუტანლად მძიმეა, როცა ადამიანი თვითონ იღებს ჯვარს. სინამდვილეში, ღმერთი გვაძლევს ჯვარს და ჯვარი არის განსაცდელი. ღმერთი თუ აძლევს ჯვარს, იგივე უფალი აძლევს ძალას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ზოგიერთი ადამიანი ისეთი ძლიერია, რომ სხვის ჯვარსაც ატარებს. ზოგიერთი ადამიანი იმდენად ძლიერია, რომ ის ერის ჯვარს ატარებს, მაგრამ ღმერთი ეხმარება, ღმერთი შველის, აძლევს ძალას.
ილია მეორემ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და ქალის ისტორია გაიხსენა, რომლის მეუღლე და შვილები ომში წაიყვანეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, მისთვის ილოცონ.
„მე მახსენდება მეორე ომის პერიოდი, როცა ხალხს ძალიან უჭირდა. ქალბატონი, რომელსაც ჰყავდა ოჯახი, ქმარი და ორი შვილი – ბიჭი და გოგო. სამივე, ქმარიც და შვილებიც წაიყვანეს ომში და დარჩა უპატრონოდ დედა. მოდიოდა ჩვენს სახლთან, სადაც ვცხოვრობდით და გვიამბობდა თავის წარსულს. მიუხედავად დარდისა, არასდროს განუცდია მას გაჭირვება. პირიქით, უნდოდა, რაღაც სიამოვნება მოეტანა სხვისთვის. მისი სახელია ევდოკია და მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ვილოცოთ ევდოკიასთვის. მას არავინ აღარ დარჩა. როცა ღმერთი აძლევს განსაცდელს, ღმერთი აძლევს ძალას, ღმერთი აძლევს სიბრძნეს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს – ღმერთი არის სიყვარული. ხოდა, გაჭირვების დროს უნდა თქვათ, რომ ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ“, – აღნიშნა ილია მეორემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
კახეთს კვლავ სტიქია უტევს – სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ამჯერად საგარეჯო დააზარალა
დაისეტყვა რვა სოფელი, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა შიდა საუბნო გზები, წყალი შევარდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლში. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეჯოს...
ილია მეორე – ადამიანი უნდა ცხოვრობდეს იმედით, იმედი ჩვენი თანამგზავრი უნდა იყოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში წირვა აღასრულა. სიონში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წირვას დაესწრო. ილია...
25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება. ქართულმა ეკლესიამ...
დეკანოზი შალვა კეკელია-მეუღლესთან რომ იკამათებ, შენს მშობელთანაც კი არ მოჰყვე ზოგჯერ, ის მშობელია და პრობლემა ექნება შენს მეუღლესთან
დეკანოზმა შალვა კეკელიამ მეუღლეებს შორის კონფლიქტისა და დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად აუცილებელია მეუღლეებმა დათმობა ისწავლონ: „ოჯახში...
ილია მეორე ეპისკოპოს დიმიტრიზე: 46 წლისა წავიდა ჩვენგან და, მიუხედავად ახალგაზრდობისა, შეძლო სერიოზული კვალი დაეტოვებინა საქართველოს ეკლესიის იტორიაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო. იგი 46...
ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა
ხორნაბუჯის ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი დიმიტრი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. “გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე). ▪️ მეუფე დიმიტრის...