ილია მეორე – გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ, ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული

Read Time:28 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა.

ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას.

საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს.

უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ.

ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული.

უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!“ – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი: სააკაშვილო, ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე – პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც
Next post ცესკო: საოლქო კომისიები 2 ოქტომბრის არჩევნებს შეაჯამებენ, მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას