ია მეტრეველი: სააკაშვილო, ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე – პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც

Read Time:1 Minute, 10 Second

გარეწარო სააკაშვილო, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა? მეტი რაღა უნდა ჩაგედინა? ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე. რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„გარეწარო სააკაშვილო, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა? მეტი რაღა უნდა ჩაგედინა? ბიჭების ჩახოცვით დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე. რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება კიდეც. ასეთი მტერი, შენ რომ ხარ და შენი მომხრეები, საქართველოს არ ჰყოლია. მე უბრალოდ ის მიკვირს, რომ მომხრეები გყავს. მინდოდა მათთვის რაღაცის თქმა, მაგრამ აზრი აღარ აქვს. სააკაშვილის მომხრე როცა ხარ, იქ დამთავრებულია ყველაფერი. შენ ისეთ ციხეში უნდა იჯდე, როგორიც შენს დროს იყო. სანატორიუმში რომ ხარ, თაფლს რომ ჭამ და გვატყუებ, ვშიმშილობო. ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, დაანებეთ თავი ლოიალობას და ისე მოექეცით ამ პატიმარს, როგორც კანონის მიხედვით ეკუთვნის. ნუ აძლევთ იმის უფლებას, რომ ისევ არიოს აქაურობა. ქვეყანა წინ ვერ მიდის, ვერ ვითარდება. აკრძალეთ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია, როგორც ფაშიზმი აიკრძალა მსოფლიოში. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა სააკაშვილს – სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და გირჩევ, იფიქრო იმაზე, როგორ გაგვიუბედურე ოჯახები, და მოინანიო, მაგრამ ეშმაკიც მოციქული ხარ და ამას არ იზამ. რომც მომკლათ, ვერაფერს დამაკლებ – ჩემს შვილთან წავალ. გიული ალასანია დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდეს უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები არიან ის და მისი შვილი“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც სასჯელს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იხდის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 44 გარდაცვლილი და 5076 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
Next post ილია მეორე – გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ, ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული