ილია დარჩიაშვილი: შეიქმნა მაღალი დონის დიალოგის ფორმატი საქართველოსა და იტალიას შორის, ეს თანამშრომლობა აუცილებლად მოიტანს ღირებულ შედეგებს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პროცესში

Read Time:30 Second

შეიქმნა მაღალი დონის დიალოგის ფორმატი საქართველოსა და იტალიას შორის, რომელიც იქნება ძალიან ღირებული პლატფორმა და ეს თანამშრომლობა აუცილებლად მოიტანს თავის ღირებულ შედეგებს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პროცესში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იტალიელი კოლეგისგან მიიღო დაპირება, რომ იტალია კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთვება ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერის საქმეში.

„ჩემს იტალიელ კოლეგას ვუთხარი, რომ მის ქვეყანაში ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვსურს იტალია იყოს ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი ხმა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ მისგან მივიღეთ დაპირება, რომ იტალია კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის საქმეში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტოლტენბერგი: დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მზად არის, უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნოს
Next post გიორგი ვოლსკი: არ ვიცი, რა ფაქტები უნდა მოიძიონ, როცა ასეთი ფაქტები არ არსებობს. სამაგიეროდ, შექმნიან განცდას, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებით