ილია დარჩიაშვილი: ყველაზე მთავარი დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტატუსის მიღების, თუ შემდეგი ევროინტეგრაციის, არის არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი

Read Time:31 Second

ჩვენი ქვეყნის გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ერთადერთი მთავარი ხაზია, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაში. სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც დგას შერიგებაზე, ნდობის აღდგენასა და მშვიდობიან დეოკუპაციაზე, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„ეს არის მთავარი ხაზი და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. აქ აუცილებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და ჩვენ გვაქვს გზავნილები პარტნიორებისგან, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიაროთ. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც სტატუსის მიღების, თუ შემდეგი ევროინტეგრაციის, არის არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი ამ ქვეყანაში. რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან თანამშრომლობის ინიციატივები განიხილა
Next post ხატია დეკანოიძე: გუშინ პარლამენტში 50-ნი რომ ვყოფილიყავით, გუბაზ სანიკიძეზე ძალადობას ვერ გაბედავდნენ