ილია დარჩიაშვილი: საქართველო მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების და მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება

Read Time:51 Second

ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას.

მისი თქმით, დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. რუმინეთში შეიკრიბნენ ლიდერები და ხელი მოწერა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის. აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში აქვს გამორჩეული ადგილი. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ხდება ამ მიმართულებით მწვანე ენერგიის და და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა და საქართველოს გადაცემის ნაწილშიც აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება მომავალშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მხრიდან. გარდა იმისა, რომ 2 ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის მონაწილე ამ შეხვედრის, ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ენიჭება მორიგი ბერკეტი, რომ შეასრულოს რეგიონული ლიდერი ქვეყნის როლი, რაც ეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პრიორიტეტია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი „ნაცმოძრაობაზე“: დღეს ისინი საუბრობენ არაერთ მიზეზზე, თუ რის გამო დაუჭირეს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ მიღებულ რეზოლუციას, არ შეიძლება რაიმე ფორმით გაამართლო სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება
Next post ლაშა ხუციშვილი: ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ოთხმა ქვეყანამ, ესაა ძალიან დიდი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მათ შორის ევროკავშირისთვის, რათა ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს