ილია დარჩიაშვილი: სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში

Read Time:45 Second

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობაა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტისას განიხილება ასევე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.

„დღეს საქართველოში ველოდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს. როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბატონ პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 13 პირს, მათ შორის საგარეჯოს მერის ყოფილ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინეს
Next post შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ასამბლეის რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს