ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის წევრობა ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს

Read Time:41 Second

ევროკავშირის წევრობა ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც საქართველოს და მოლდოვას აერთიანებს, – ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყებს ხელმძღვანელის თქმით, მხარეებმა ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯების კოორდინაციის საშუალებებზე ისაუბრეს.

„ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ოფიციალურად გაუხსნა კარ ჩვენს ქვეყნებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად და, შესაბამისად, ჩვენ გახდით გაფართოების პაკეტის ნაწილი. კარგად გვესმის, რომ ეს მიღწევა ამავდროულად გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თანხვედრის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით. მინისტრ პოპესკუსთან ერთად ვრცლად ვისაუბრეთ ამ გზაზე პროგრესის მისაღწევად ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების კოორდინაციის საშუალებებზე. ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ უფრო გაძლიერების, ასევე გაწევრიანების პროცესში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება. პირველი შეხვედრა ილია დარჩიაშვილმა მოლდოველ კოლეგა ნიკუ პოპესკუსთან გამართა. შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
Next post არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილმა სასჯელი კანონის შესაბამისად უნდა მოიხადოს – თუ დღეს კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ იქნება, ხვალ ჩვენ მახინჯი მართლმსაჯულება გვექნება