ივანე ჩხაიძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება

Read Time:25 Second

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვაქცინები „ომიკრონზე“ ნაკლებად მოქმედებს თუ არა.

„ინფორმაცია, არის თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ უფრო მეტად საშიში, ვიდრე – „დელტა“, ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ის არის ცნობილი, მოქმედებენ თუ არა ვაქცინები უფრო ნაკლებად „ომიკრონზე“. წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება და მზადება ამ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ვაქცინაციას გულისხმობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფელ მუკუზანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას 87 წლის ქალი ემსხვერპლა
Next post მამუკა ხაზარაძე: პარლამენტიდან გამოსვლით ყველას დავანახე, რომ პოლიტიკაში იმუნიტეტის მოსაძებნად არ მოვსულვარ