იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ასობით მომიტინგე ანტისამთავრობო აქციას მართავს

Read Time:18 Second

იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ასობით ისრაელელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ მთავრობას და მოითხოვენ „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი 134 მძევლის დაუყოვნებლივ დაბრუნებას.

დემონსტრანტები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სკანდირებენ „შენ ხარ პასუხისმგებელი, შენ ხარ დამნაშავე“.

ამასთან, ისრაელის მედიის ინფორმაციით, თელ ავივში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ აქციაზე ხუთი ადამიანი დააკავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისში, 14 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით გაიტაცეს
Next post საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად