ია მეტრეველი: გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე დააკლეს, სააკაშვილის დაჯილდოება ცინიზმია

Read Time:54 Second

გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი, იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე დააკლეს, სააკაშვილის დაჯილდოება ცინიზმია, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

„დღეს ბედავენ კიდევ და რეჟიმს ეძახიან დღევანდელ ლოიალურ ხელისუფლებას. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმის გამო, რაც აქვთ ჩადენილი. აუტანელი და გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანა ვეღარ ვითარდება, წინ ვეღარ მიდის, რადგან ბოროტი ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აგრძელებს ქვეყნის დაქცევას და ყველაფერს აკეთებს, როგორ შეუშალოს ხელი ქვეყანას, რომ წინ არ წავიდეს. პირდაპირ ომი უნდათ, რომ დაიწყოს ქვეყანაში. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე მეორე ფრონტი გახსნან აქ და წარმოიდგინეთ, რა გველის. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს აღარ და ვეღარ გაბედონ.

რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, ეს [სააკაშვილისთვის ჯილდოს მინიჭება] არის საზოგადოებისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მინდა მივმართო საელჩოს, თუ ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, გამოვიდეს ნორვეგიის ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა. ვინც ეს სიგელი გადასცა სააკაშვილს, ვითომ ადამიანების უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია?! გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი. როგორც შეიძლება დაგვავიწყდეს იური ვაზაგაშვილი, მამა დააკლეს შვილის საფლავზე, ამაზე დიდი საშინელება ვის შეიძლებოდა გაეკეთებინა, თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს?!“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა – რამდენიმე დღეა ვითხოვ კონსილიუმის შემოსვლას
Next post ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეუტანონ სათანადო კალორაჟის საკვები, თვითდაზიანება ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი