იაგო ხვიჩია: ჩვენ 300 ათასი დავხარჯეთ წინა არჩევნებზე და 4 კაცი შევედით პარლამენტში – „ლელომ“ 20 მილიონი დახარჯა და 2 კაცით არიან პარლამენტში

Read Time:58 Second

ჩვენ 300 ათასი დავხარჯეთ წინა არჩევნებზე და 4 კაცი შევედით პარლამენტში – „ლელომ“ 20 მილიონი დახარჯა და 2 კაცით არიან პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩვენ იდეინი ხალხი ვართ, ყველას ესმის, რომ განსხვავდებით ამ პოლიტიკური სპექტრისგან. ჩვენი ძლიერი მხარე იდეებია, ამიტომ ვთავაზობთ ადამიანებს, მოვიდნენ და ერთად ვიბრძოლოთ იმ იდეებისთვის, რომელიც „გირჩს“ გააჩნია, თუ თვითონაც აქვთ იდეები, პრობლემა არ არის, ჩვენ იდეური პარტია ვართ და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იდეისთვის იბრძვის,პატივს ვცემთ. „ლელო“ ფულიანი პარტიაა, ნეტა მე ვიყო ფულიანი პარტია, რა პრობლემაა, პირიქით, ეს მათი ღირსებაა. თითქოს, „ლელო“ დაკომპლექსებულია იმით, რომ მათი ღირსება წარმოაჩინოს და წარმოაჩენს მათ სუსტ მხარეს, როგორც მათ ძლიერ იარაღს. ჩვენ გვინდა, რომ „ლელომაც“ გადალახოს ბარიერი. მე არ მინდა, რომ „ლელოს“ ხმები დაიკარგოს, ვიცი, რომ ის ოპოზიციური ხმებია. ამიტომ, რაღაც თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ „ლელოს“ აქვს რესურსი იყოს ცენტრი, ოღონდ ამ რესურსს კონკრეტულად ჰქვია ფული და ეს ფული უნდა დაიხარჯოს უფრო ეფექტურად, ვიდრე აქამდე იხარჯებოდა. მე არ მჯერა რომ „ლელო“ მარტო გადალახავს ბარიერს. ჩვენ 300 ათასი დავხარჯეთ წინა არჩევნებზე და 4 კაცი შევედით პარლამენტში, „ლელომ“ 20 მილიონი დახარჯა და 2 კაცით არიან პარლამენტში. შესაბამისად, გასაგებია, როდესაც ჩვენ ფსონს ვდებთ იდეებზე რა ხდება. ახლა უფრო ძლიერად ვართ”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სიახლე მგზავრებისთვის – რა ინფორმაციას ავრცელებს დედაქალაქის მერია
Next post ამინდი მკვეთრად იცვლება