იაგო ხვიჩია: ჩვენ „ვეტინგს“ მოფერებით მე-6 ტალღას ვეძახით

Read Time:36 Second

ხალხს ვერც კი აუხსნეს რას ნიშნავს „ვეტინგი“, ვერავინ ვერ აუხსნა რაზე ლაპარაკობენ, როცა ჩვენ მარტივ რაღაცას ვეუბნებით, რომ მაგალითად, ზუგდიდმა თვითონ აირჩიოს ზუგდიდელი მოსამართლე, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩვენ „ვეტინგს“ მოფერებით მე-6 ტალღას ვეძახით, თუ მეხუთეს, შემდეგი რომელი არის, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ არაფრით განსხვავდება დანარჩენი სხვა ტალღებისგან – ხუთი რომ დავარქვათ „ნაცურიაო“ იტყვიან. ზოგადად, იგივე ხალხი, რომლებმაც პირველი 4 თუ 5 ტალღა ჩაატარა, ითხოვს ჩამატარებინეთ მე-6 ტალღა, მე ვიცი აწიო. ხელისუფლება და „ენჯეო“ სექტორო ყველა ტალღის დროს თანამშრომლობდნენ და მადლობებს უხდიდნენ ერთმანეთს. ხალხს ვერც კი აუხსნეს რას ნიშნავს „ვეტინგი“, ვერავინ ვერ აუხსნა რაზე ლაპარაკობენ, როცა ჩვენ მარტივ რაღაცას ვეუბნებით, რომ მაგალითად, ზუგდიდმა თვითონ აირჩიოს ზუგდიდელი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციის უფროსი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორი ამინდი იქნება თბილისში ისტორიული მატჩის დროს
Next post დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ანალოგიური რეაქცია ექნებოდა, როგორც ისრაელს, მაგრამ ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას და უნდა დაასრულოს ომი ღაზაში