თუ იხელმძღვანელებენ ქართველი ხალხით, ჩვენ ვიმსახურებთ ყველაფერს. თუ იხელმძღვანელებენ საქართველოს მთავრობით ან მთავრობებით, მაშინ არაფერს ვიმსახურებთ, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ ხელმძღვანელმა აქცენტი ევროპული რეკომენდაციების პირველ პუნქტზე – დეპოლარიზაციაზე გააკეთა.
„ჩემი გასაკეთებელი არ არის დეპოლარიზაციის შესრულება, იმიტომ რომ მე არ ვარ პოლარიზაციის წყარო. პოლარიზაციის წყარო არის საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლება, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, იმიტომ რომ მათ აირჩიეს ქვეყნის მართვა მტრობითა და დაპირისპირებით“, – აცხადებს ხვიჩია.
ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას ხვალ წარადგენს.