იაგო ხვიჩია – მინდა, ახალი პარლამენტის შანსი გაჩნდეს, დავრესტარტდეთ, ამ პარლამენტში ბევრი შხამი და ბოღმაა, იქ ყოფნა ძალიან რთულია

Read Time:42 Second

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება მოსახლეობას არ უნდა ამ ქვეყანაში, ჩემი აზრით და ეს „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, მაგრამ „ოცნება“ ამას უსინდისოდ იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ქართველი ხალხის შიში არსებობს „ნაცმოძრაობის“ მიმართ და ცხრა წლის განმავლობაში მეტი არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ ყარაულები არიან, „ნაცმოძრაობისგან“ ქართველი ხალხის დასაცავად. აი, ეს როლი აქვთ – ჩვენ ვართ ყარაულები და გიცავთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მოვიდეს, მაგრამ ეს ყარაული უზარმაზარ ფასს ითხოვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა დასრულდეს ორპოლუსიანობა და შექმნილი ვითარება, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს რაღაც დროს დასრულდება, რადგან ხდება იმედგაცრუება და რაღაც დროს, ადამიანებს რაღაც ბეზრდებათ.

„მერე, ადამიანების ყურადღებას ასეთი ტიპის „ექშენითაც“ კი ვეღარ მიიზიდავ, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა, აქ დაკავება და ასე შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა მელია – სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა, ერთ-ერთ მიზეზად ჩემგან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა
Next post BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა