„გირჩის“ ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ გიორგი მარგველაშვილი რამეს აპირებდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ეს მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო.
„თუ მარგველაშვილი რამეს აპირებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, მისი პრეზიდენტობის დროსაც შეეძლო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე მგონია, რომ რასაც არ უნდა ვურჩევდეთ, ეს უნდა იყოს სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ. თუ ამ პოზიციაზე დგახარ, რომ პრეზიდენტებს არ უნდა ვიჭერდეთ, მაშინ შენც იყავი პრეზიდენტი“, – აცხადებს ხვიჩია.
ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა. მისი თქმით, არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომელიც მას არაერთხელ გამოუყენებია.