იაგო ხვიჩია: ვანო მერაბიშვილს და ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნება“ ნებისმიერ თამაშს მოუგებს

Read Time:36 Second

ჩემი აზრით, ოპოზიცია არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ეს თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებმა იციან. რომ ჰკითხო, თვალს გიკრავენ, რომც არ დაგიდასტუროს ვინმემ. ამ წუთას „ქართული ოცნების“ ხელშია „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერთი საღი აზრი და ლოგიკა, რაც შეიძლება ამაში იდოს, არის ის, რომ სანაცვლოდ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი. თუ ეს ლოგიკა არ დევს და მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის, გამოდის, რომ მას ისე „დაახიეს“ პარტია, რომ აღარც უშვებენ გარეთ. ჩემი აზრით, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვანო მერაბიშვილს და ლევან ხაბეიშვილს „ქართული ოცნება“ ნებისმიერ თამაშს მოუგებს. ამიტომ, საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ ცოტა მოღონიერება, იმიტომ, რომ უბრალოდ სასაცილო გახდა [პარტია]. ოდნავ მიაწვა „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ სასაცილოდ იქცა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი
Next post მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება