იაგო ხვიჩია: აქცია „წარმატებული“ იყო – თუ საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა გინდოდა, ისე, რომ 100 000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში აღარაფერი დარჩენილიყო, ეს ორგანიზატორებს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ

Read Time:36 Second

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია, თბილისსა და რეგიონებში, ბოლო დროს ჩატარებულ აქციებს ეხმაურება.

„ჩემი აზრით, აქცია იყო „წარმატებული“, იმ თვალსაზრისით, რომ თუ ადამიანებში საპროტესტო მუხტის ჩაცხრობა და მიტინგის წარმატებულად დაშლა გინდოდა, ისე, რომ 100 000-კაციანი მიტინგიდან 10 დღეში აღარაფერი დარჩენილიყო, ორგანიზატორებს ეს კარგად და წარმატებით გამოუვიდათ“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია კონკრეტული გეგმის დასახელებისა და ახალი აქციის დაანონსების გარეშე დატოვეს.

აქცია „შინ ევროპისკენ“ გუშინ საღამოს, 20:00 საათზე, პარლამენტთან დაიწყო. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, აქციის მონაწილეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ითხოვდნენ, თუმცა, გეგმის ნაცვლად, ორგანიზატორებმა აქციის ადგილი მოულოდნელი შეცვალეს და პარლამენტთან შეკრებილებს „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ წასვლა მოსთხოვეს. ამ გადაწყვეტილებამ აქციის მონაწილეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, მათ შორის – სტუდენტების.

მოგვიანებით, შეკრებილთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა და იქ ღამე გაათია.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის თავისუფლების, დემოკრატიის და ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების სიმბოლო
Next post ირაკლი კობახიძე: გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არ აქვთ